2001: კოსმოსური ოდისეა, ფართოდ დახუჭული თვალები, მექანიკური ფორთოხალი, ლოლიტა, ნათება - გენიალურ ამერიკელ რეჟისორს, პროდიუსერსა და სცენარის ავტორს ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება, რადგან მისი სახელი ყველაზე ახალბედა კინომანებმაც კი იციან. სტენლი კუბრიკის გულშემატკივრებისდა სასიხარულოდ, საყვარელი რეჟისორის მიერ მის გარდაცვალებამდე დაწერილი სცენარი მალე ეკრანებზე ფილმად გაცოცხლდება.

Lunatic at Large - ასე ჰქვია ფილმს, რომელსაც ბრიუს ჰენდრიქსი და გეილინ უოკერი კუბრიკის სცენარი მიხედვით გადაიღებენ. იგი ერთ-ერთია იმ 3 სცენარიდან, რომელიც კუბრიკის ბიბლიოთეკაში რეჟისორის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს. სამწუხაროდ, რეჟისორმა იდეების განხორციელება ვერ მოახერხა.

"ამდენი წლის შემდეგ სტენლი კუბრიკის პროექტის ეკრანზე გაცოცხლების შესაძლებლობა ოცნების ახდენას ჰგავს", — განაცხადა უოკერმა.

"სტენლი კუბრიკმა ძალიან ბევრ რეჟისორზე უდიდესი გავლენა იქონია, ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მისი იდეის განხორციელება გვანდეს", — დაამატა ჰენდრიქსმა.

ფილმზე მუშაობა 2021 წლის შემოდგომიდან დაიწყება. ფილმის შინაარსთან დაკავშირებული დეტალები უცნობია, ამიტომ კუბრიკის გულშემატკივრებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ლოდინი და გადაღებებისთვის თვალის მიდევნებაღა დარჩენიათ.