კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს. კინზინგერი საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ტვიტერის პოსტს ეხმაურება, სადაც მინისტრი მადლობას გამოთქვამს საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის მიმართ აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერისთვის.

"საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების უდიდესი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც, რუსული აგრესიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიცია უკავია", — წერს კონგრესმენი.

ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი. კანონპროექტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიმართ და მტკიცედ ადასტურებს აშშ-ს წინააღმდეგობას რუსეთის მიერ რეგიონში განხორციელებული აგრესიის მიმართ.

ამავე თემაზე: