4 თებერვალს ლოს-ანჯელესში Outstanding Achievement Awards-ის დაჯილდოვების ცერემონიალი 31-ედ გაიმართა.

პრესტიჟულ ჯილდოს ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება ყოველწლიურად გასცემს, წელს კი სხვადასხვა ნომინაციაში ისეთი ცნობილი და წარმატებული ფილმები იყო წარდგენილი, როგორებიცაა: Arrival, Lion, La La Land, Moonlight და Silence.

ერთ-ერთი ჯილდოსთვის Spotlight Award 3 სხვა ნომინანტთან ერთად იბრძოდა ოპერატორი გორკა გომეს ანდრეუ რუსუდან გლურჯიძის ფილმისთვის სხვისი სახლი, რომელმაც ჯილდოს მოპოვება შეძლო.

რუსუდან გლურჯიძის სხვისი სახლი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა და მან უკვე მოიპოვა მნიშვნელოვანი ჯილდოები კარლოვი ვარის, ბერგენისა და ევრაზიის საერთაშორისო ფესტივალებზე.