ევროკავშირი ახალი ინიციატივის ფარგლებში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად 40 მილიონ ევროს გამოუყოფს.

ევროკავშირის ელჩის საქართველოში, კარლ ჰარცელის განცხადებით, ეს ინიციატივა იმისთვისაა, რომ ეფექტურად მოხდეს ქვეყანაში შემოსული ვაქცინების გამოყენება და ყველაზე მეტი საჭიროების მქონე ადამინების მოცვა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებით, პირველ ეტაპზე დაფინანსება გამოყენებული იქნება ვაქცინისათვის მზადებისა და შემოტანის პროცესის ხელშეწყობისთვის, სადაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიულ პროგრამულ მიმართულებებს — დაგეგმვას, დანადგარებს, ჯანდაცვის პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო კამპანიას.