სინოდის განჩინება დღეს არ გამოქვეყნდება — მიზეზად ბევრი საკითხის განხილვას და ტექსტის ვერდასრულებას ასახელებენ
სინოდის განჩინება დღეს არ გამოქვეყნდება. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა.
მისი თქმით, განჩინების ტექსტის დასრულებას დღეს ვერ ასწრებენ, რადგან "სინოდზე დიდი რაოდენობის საკითხები" გავიდა. თუმცა სხდომის შემდეგ ჯაღმაიძემ თავად აღნიშნა, რომ საკითხების სიმრავლის მიუხედავად სინოდმა გადაწყვეტილებები მოკლე დროში მიიღო და განჩინება რამდენიმე საათში გავრცელდებოდა.
სასულიერო პირების განცხადებით, სინოდზე 10-მდე საკითხი განიხილეს, მათ შორის, გარეჯი, ვაქცინაცია და "ეკლესიაზე შეტევა".
- სინოდმა დაადგინა, რომ ქართული ძეგლებია და საზღვარი უნდა გაევლოს 1937-38 წლების რუკებით — მეუფე დავით გარეჯზე
- სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიას დაავალა, დავით გარეჯზე გადაცემათა ციკლი მოამზადოს
"საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათახნმეს მღვდელმთავრებმა. [...] საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას. იყო იქ რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი აისახება ოქმში", — განაცხადა ჯაღმაიძემ.
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავას განცხადებით, სინოდმა განიხილა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქის გადაყენება იგეგმება. მან ამ ინფორმაციას ცილისწამება უწოდა.
"[ეხებოდა] ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის პანდემია. ასევე, იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა წმინდა სინოდის მიმართ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით და კიდე სხვა საკითხები", — განაცხადა მან.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, ანტონის განცხადებით, სინოდის სხდომაზე რამდენიმე მოძღვრისა და თეოლოგის განცხადებები განიხილეს, რასაც ის "ეკლესიისადმი მტრული ძალების" გააქტიურებას უწოდებს. მისი თქმით, თეოლოგები ხალხს ეკლესიას აშორებენ და "გველმა ბულბული რომ დაირქვას, ამითი გველი მის თვისებას არ იცვლის, გინდა თეოლოგი დაირქვას, გინდა ასოციაცია".
სხდომის მიმდინარეობისას გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ოთახში, სადაც 40-მდე ადამიანია, პირბადე მხოლოდ 2 მღვდელმთავარს უკეთია. მიტროპოლიტი ნიკოლოზის თქმით, მათ PCR ტესტი ჰქონდათ გაკეთებული, ამიტომ თავს უფლება მისცეს, პირბადის გარეშე ყოფილიყვნენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები