ოფიციალური ვიზიტით საქართველოს უკრაინის პრემიერმინისტრი, უკრაინას კი საქართველოს ვიცე-პრემიერი ეწვევა
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ეწვევა, უკრაინაში კი საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჩავა. განცხადებაში არ არის დაზუსტებული, როდის შედგება ვიზიტები, აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ამ საკითხებზე იმსჯელეს.
"მხარეებმა დასახეს გეგმები უახლოესი პერსპექტივისთვის, რომელთა შორის არის ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ვიზიტი უკრაინაში, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში ორმხრივი კომისიის სხდომა და უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელის, დენის შმიგალის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ორგანიზება", — აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.
განცხადებაში, სახელწოდებით "უკრაინა და საქართველო სტრატეგიულ პარტნიორობას აძლიერებენ" განხილულია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. კერძოდ, უკრაინის საგარეო უწყება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ ერევა სხვა ქვეყნების საქმეებში და კონკრეტულ მოქალაქეთა განცხადებებმა ურთიერთობებზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. გარდა ამისა, უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს, რომ უზრუნველყოს სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიება დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების საქმეზე. ქართველ დიპლომატს უკრაინის საგარეო უწყების ნოტა გადასცეს, სადაც დაფიქსირებულია მათი გათავისუფლების თხოვნა.
"საქართველო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, განვავითაროთ პოლიტიკური დიალოგი მაღალ და უმაღლეს დონეზე, გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, რაც უკრაინისა და საქართველოს ინტერესებსა და ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სწრაფვებს შეესაბამება", — განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების მინისტრის მოადგილემ.
8 თებერვალს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ დაუმორჩილებლობის აქცია არის "პირველი მერცხალი" იმისა, რაც აუცილებლად არის გასაკეთებელი ქეყანაში. მისი თქმით, მოსახლეობა არ დაემორჩილება შეზღუდვებს, ჯარიმებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ მმართველი გუნდის სასარგებლოდაა.
9 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მოწოდებები დაუმორჩილებლობაზე არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. ამავე დღეს, კრიტიკას სააკაშვილმა კრიტიკითვე უპასუხა და ელჩს "კორუმპირებულ", "სამარცხვინო" უწოდა. სააკაშვილის მტკიცებით, დოლგოვი უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პოროშენკომ ერთადერთ მიზნით "მის წინააღმდეგ" საბრძოლველად დანიშნა. მისივე თქმით, დოლგოვი აზიანებს უკრაინისა და საქართველოს იმიჯს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ექსპრეზიდენტისა და უკრაინის რეფორმების ასოციაციის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ბრალდებებს ელჩის, იგორ დოლგოვის მიმართ ემოციურსა და არაარგუმენტირებულს უწოდებს. უწყება აცხადებს, რომ სააკაშვილის განცხადებები შესაძლოა შეფასდეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია.
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვა340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა 340 000 ლარზე მეტი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაკვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს კვლევის მიხედვით, თაობიდან თაობამდე ტვინების ზომა იზრდება — რას შეიძლება ნიშნავდეს ეს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები