ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო დამატებით კიდევ 150 ათას ვაქცინის დოზას მიიღებს. მისი თქმით, ქვეყანაში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა ის რაოდენობა, რომელზეც უკვე ხელშეკრულება გაფორმებულია.

"ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით პროცესები ასევე შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები დამატებით, როგორც Pfizer-ის, ასევე AstraZeneca-ს მიმართულებით. ჩვენ როგორც დაანონსებული გვაქვს, თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში გვექნება ვაქცინების ის პირველი მოცულობა, რომელზეც უკვე ხელშეკრულებაც არის გაფორმებული და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, დაემატება რაოდენობები.

დღეისათვის ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა და გამომდინარე იქედან, რომ იცით, რამდენად დეფიციტურია მსოფლიო ბაზარზე ვაქცინა და მესმის კითხვები სხვადასხვა ვაქცინის სანდოობასთან დაკავშირებითაც, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს, რათა საქართველოს მოსახლეობისთვის აქაც უსაფრთხოდ წარიმართოს პროცესი და საიმედობა იყოს მაღალი", — განაცხადა ტიკარაძემ.

ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინა შემოტანილი არ არის. სამთვრობო გუნდის განცხადებით, თებერვლის ბოლომდე საქართველი კოვაქს პლატფორმიდან 29 250 დოზა ვაქცინას მიიღებს. ამასთან, 10 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონაციის სახით, საქართველომ ვაქცინაციისთვის 50 ათასი 0,3 მლ დოზირებული მოცულობის შპრიცი მიიღო.