სინოდმა საპატრიარქოს ტელევიზიას, ერთსულოვნებას დაავალა, რომ დავით გარეჯზე გადაცემათა ციკლი მოამზადოს. ალავერდელი მიტროპოლისის, დავითის განცხადებით, ეს საჭიროა "პრობლემატიკისა და ისტორიის დაწვრილებითი ახსნისთვის".

"რადგან თემა აინტერესებს ყველას და არის დიდი აქტივობა ამ საკითხის გარშემო, სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საპატრიარქოს ტელევიზიამ მოამზადოს გადაცემათა ციკლი დავით-გარეჯის პრობლემატიკასა და ისტორიის უფრო დაწვრილებითი ახსნისათვის", — განაცხადა მან საპატრიარქოს ტელევიზიასთან საუბრისას.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რამდენიმე საათში ოქმის სახით გავრცელდება სინოდის განჩინება. მან მოკლედ ისაუბრა განსახილველ თემებზე და განაცხადა, რომ მათ შორის იყო დავით გარეჯის და ვაქცინაციის საკითხი.

ამავე თემაზე: