სინოდის სხდომა დასრულდა — რაზე იმსჯელეს მღვდელმთავრებმა
საპატრიარქოში სინოდის სხდომა დასრულდა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, რამდენიმე საათში ოქმის სახით გავრცელდება სინოდის განჩინება.
მან მოკლედ ისაუბრა განსახილველ თემებზე და განაცხადა, რომ მათ შორის იყო დავით გარეჯის და ვაქცინაციის საკითხი.
"საკმაოდ ბევრი საკითხი, საკმაოდ მცირე დროში შეათახნმეს მღვდელმთავრებმა. [...] საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციის თემას. იყო იქ რიგი საკითხებისა ზნეობრივი კუთხით შეფასებული და ეს ყველაფერი აისახება ოქმში", — განაცხადა მან.
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავას განცხადებით, სინოდმა განიხილა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქის გადაყენება იგეგმება. მან ამ ინფორმაციას ცილისწამება უწოდა.
"[ეხებოდა] ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიც არის პანდემია. ასევე, იმ ცილისმწამებლურ განცხადებებს, რომელიც გაკეთდა წმინდა სინოდის მიმართ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით და კიდე სხვა საკითხები", — განაცხადა მან.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, ანტონის განცხადებით, სინოდის სხდომაზე რამდენიმე მოძღვრისა და თეოლოგის განცხადებები განიხილეს, რასაც ის "ეკლესიისადმი მტრული ძალების" გააქტიურებას უწოდებს. მისი თქმით, თეოლოგები ხალხს ეკლესიას აშორებენ და "გველმა ბულბული რომ დაირქვას, ამითი გველი მის თვისებას არ იცვლის, გინდა თეოლოგი დაირქვას, გინდა ასოციაცია".
სხდომის მიმდინარეობისას გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ოთახში, სადაც 40-მდე ადამიანია, პირბადე მხოლოდ 2 მღვდელმთავარს უკეთია.
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
-
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვაკგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო კგბ-სა და ეფ-ეს-ბეს მიერ შექმნილი ინსტიტუტი, თბილისში "ტრადიციული ღირებულებების შესახებ" კონფერენციას მართავს — აგენტსტვო
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
-
-
გადახედვაჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე ჩინეთის ქალაქები იძირება — რასთან გვაქვს საქმე
კომენტარები