ყველა უწყებას თავისი საქმე რომ გაეკეთებინა, ეს შედეგი არ დადგებოდა — PHR 14 წლის ბავშვის საქმეზე
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი, ანა თავხელიძე On.ge-სთან ამბობს, რომ ქობულეთში სექსუალური ძალადობის შემდეგ ბავშვის თვითმკვლელობის საქმეზე კითხვის ნიშნები არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების თვალსაზრისით. მისი განცხადებით, წარმოუდგენელია, რომ სავარაუდო მოძალადე მაშინვე არ დააკავეს ან მის მიმართ შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებები არ გამოიყენეს.
"პირველ რიგში, ახლა რა ინფორმაციაც გვაქვს, ცალსახა არის შინაგან საქმეთა სამინისტროს არაეფექტური რეაგირება. ზოგადად, ბავშვის მიმართ ძალადობის და განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის საქმეებზე გადამწყვეტი არის სახელმწიფოს სწრაფი რეაგირება, წარმოუდგენელია, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ დააკავა სავარაუდო მოძალადე და მის მიმართ შემზღუდავი ღონისძიება არ გამოიყენა, თუნდაც პროკურატურამ და სახელმწიფო უწყებებმა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს, რომ ბავშვის ასაკიდან გამომდინარე მას უბრალოდ არ დაუჯერეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბავშვებს არ უჯერებენ. ფაქტია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება გააჭიანურა და მყისიერი რეაგირება არ განახორციელა", — ამბობს იგი.
თავხელიძის განცხადებით, ასევე კითხვის ნიშნებია სოცმუშაკების რეაგირების მხრივაც. მისი თქმით, აუცილებელია შეისწავლონ ყველა შესაბამისი უწყების პასუხისმგებლობის საკითხი და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ზომები გაატარონ.
"ასევე, მეორე საკითხი არის, როგორც კი შეტყობინება შევიდა პოლიციაში, ჩართეს თუ არა ყველა შესაძლო უწყება, რომელსაც რაიმე რაიმე შემხებლობა აქვს ბავშვთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების მიღება ევალება. მაგალითად, ასეთია სოციალური მუშაკი. მნიშვნელოვანია, მუშაობდა თუ არა ძალადობის თემაზე, რადგან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზოგადად კი მუშაობდა სოციალური მუშაკი, მაგრამ იმის გამო, რომ ბავშვს არ ჰყავდა მშობლები და ასე შემდეგ, თუმცა ეს ინფორმაცია დაზუსტებით არ ვიცით ჩვენ. ძალადობის თემაზე თუ მუშაობდა სოციალური მუშაკი, რატომ არ იყო ფსიქოლოგი ბავშვთან? ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, რომ 13 წლის ბავშვი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და მასთან ფსიქოლოგი არ მუშაობს", — განაცხადა მან.
იურისტის თქმით, სახელმწიფოს ყველა შესაძლო ზომა უნდა მიეღო და ყველა შესაბამისი პირი უნდა ჩაერთო საქმეში, რომ ეს შედეგი თავიდან აეცილებინათ.
"ამის თავიდან აცილება შეიძლებოდა. თუ ყველა სახელმწიფო უწყება, პოლიცია, სოციალური სამსახური თავის საქმეს გააკეთებდა, ეს შედეგი არ დადგებოდა. წარმოუდგენელია ეს, რომ ბავშვის ემოციური მდგომარეობა, ეს მიზეზები, რამაც შეიძლება ბავშვი ამ გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს, ეს მხედველობიდან გამორჩენოდა სოციალურ მუშაკს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მასთანაც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კითხვები და ჩვენ მოვითხოვთ იმას, რომ ყველა სოცმუშაკის, მათ შორის, პოლიციელის პასუხისმგებლობის შესწავლა დაიწყოს", — თქვა მან.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთში 24 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 16 წლამდე ბავშვთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი 14 წლის გოგოა, რომელმაც გუშინ თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ როცა მედიაში ბავშვის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შსს სავარაუდო სექსუალურ ძალადობას არ ადასტურებდა. დღეს გავრცელებულ განცხადებაში კი, სადაც მოძალადის დაკავებაზეა საუბარი, ასევე არაფერია ნათქვამი თვითმკვლელობაზე.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები