ეს 10 დეტალი გაფიქრებინებთ, რომ HIMYM-ის სცენარი Friends-ისგან გადაიწერეს
Friends 1994 წელს გამოვიდა და ექვსმა მეგობარმა მაყურებლისთვის თავის შეყვარება მალევე შეძლო. სიტკომმა ბევრ შოუზე იქონია გავლენა და სავარაუდოდ არც How I Met Your Mother ყოფილა გამონაკლისი. 2005 წელს გამოსული სიტკომი 5 მეგობრის ყოველდღიურობაზე გვიყვება. ბევრ სერიალში ერთი და იგივე გაცვეთილი სცენა ხშირად ხვდება და ყველა სამეგობროს ამბებს შორის შეიძლება რაიმე კავშირის შემჩნევა, მაგრამ ეს 10 დეტალი უბრალოდ დამთხვევას სულაც არ ჰგავს. HIMYM-ის სცენარისტები ან Friends-ის ერთგული ფანები არიან ან წარმატებული სიტკომის მაგალითზე ქმნიდნენ შოუს გარკვეულ მონაკვეთებს თუ პერსონაჟებს.
1. როსიც და ტედიც ურთიერთობებით არიან შეპყრობილი
ტედი მუდამ დაქორწინებას ნატრობს და როსიც ყოველთვის სერიოზული ურთიერთობების ძიებაშია, ეს ხშირად წარმატებულად არ გამოსდით, მაგრამ ორივე თავდაუზოგავად ეძებს სიყვარულს. ამ პერსონაჟების მთავარი სასიყვარულო ურთიერთობაც მუდმივი გაურკვევლობაა, რომელიც ფაქტობრივად ერთნაირად სრულდება.
2. ორივე მასწავლებლები არიან და საკუთარ სტუდენტთან აქვთ პაემანი
ეს დეტალი ორივე შოუში საკმაოდ უხერხულია, მაგრამ განსაკუთრებით HIMYM-ში, რადგან ზედმეტად ჰგავს Friends-ის სიუჟეტს. შეიძლება ითქვას, რომ ტედი და როსი ერთი და იგივე პერსონაჟები არიან, სხვებისთვის გრამატიკული შეცდომების შესწორების ჟინიც კი ორივეს საერთო აქვს.
3. არავინ იცის რას საქმიანობენ ჩენდლერი და ბარნი
ორივე შოუში არაერთხელ მეორდება ხუმრობა, რომ სამეგობროს ერთ წევრსაც კი არ აქვს წარმოდგენა მათი საქმიანობის შესახებ, რაც ცუდი მეგობრობის ნიშანიც არის და არადამაჯერებელიც.
4. ორივე სიტკომი წარუმატებელი საქორწინო ამბებით არის დახუნძლული
რეიჩელიც და ვიქტორიაც ქორწილიდან გაიქცნენ, სტელამ ტედი საქორწინო ცერემონიისას მიატოვა, როსმა არასწორი სახელი თქვა, ბარნი და ჯოუი კი ქორწინების ცერემონიას უძღვებიან. მსგავსი დეტალები ისეთ შეგრძნებას იწვევს თითქოს მსგავსი სერია რამდენიმე წლით ადრე, თანაც სხვა შოუში უკვე გინახავს.
5. ჩენდლერს და ტედს მეორე სახელად ქალის სახელი აქვთ
ჩენდლერის და ტედის მეორე სახელი მიურიელი და ეველინია, რაც დამთხვევას სულაც არ ჰგავს, რადგან ზედმეტად აშკარა დეტალია.
6. როსი, ბარნი და საუკეთესო მეგობრის დედები
საუკეთესო მეგობრის დედასთან ფლირტი ბევრ შოუში შეგვხვედრია, მაგრამ ამ ორ სიტკომში განვითარებული მოვლენები იმდენად დიდი იშვიათობაა, რომ უბრალო დამთხვევას ვერ უწოდებ.
7. სასიყვარულო სამკუთხედებიც კი საერთოა
რეიჩელი როსსაც ხვდება და ჯოუისაც, რობინი კი ტედსაც და ბარნისაც. ყველა სამეგობროს აქვს საერთო ნიშნები, მაგრამ არა სასიყვარულო სამკუთხედების სახით.
8. მარშალი და ჩენდლერი ფოტოს გადაღებისას უხერხულობებს ქმნიან
რთული სათქმელია ეს საავტორო უფლებების დარღვევაა თუ უბრალოდ დამთხვევა.
9. ორეულების იდეაც კი გადაიწერეს
Friends-ში როსის ორეულს ვხვდებით, HIMYM-ში კი გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ ერთი საკმარისი არ იყო და ყველა პერსონაჟის ორეული შექმნეს. პარალელის გავლება არც ისე რთულია.
10. ფიბიც და ბარნიც ყალბ სახელებს იყენებენ
რეჯინა ფალანჯი, პრინცესა კონსუელა ბანანა-ჰამოკი ან უბრალოდ ფიბი Friends-დან და ლორენცო ვონ მეტერჰორნი, იგივე ბარნი HIMYM-დან გამოგონილი სახელებით არიან შეპყრობილი, რაც იმდენად დიდი პარალელია, რომ შეუძლებელია ვერ შენიშნო.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები