სათავგადასავლო სერიალებისა და ვიდეოთამაშების მოყვარულები HBO-ს ახალ სერიალს, სახელად The Last of Us გასული წლის მარტიდან ელიან. სერიალი ამავე სახელწოდების თამაშზეა დაფუძნებული. გულშემატკივრების სასიხარულოდ, სერიალის ორი მთავარი გმირის როლის შემსრულებლების ვინაობა უკვე ცნობილია: სერიალში ჯოელს პედრო პასკალი განასახიერებს, ელის როლს კი ბელა რამზი მოირგებს.

პასკალის შესახებ ინფორმაცია ვიდეოთამაშის ავტორმა და კრეატიულმა დირექტორმა, ნილ დრაკმანმა ტვიტერზე დაადასტურა. დრაკმანი სერიალის თანაავტორიცაა.

პასკალმა გულშემატკივრებს თავი The Mandalorian-სა და Wonder Woman 1984-ში შესრულებული როლით დაამახსოვრა. ბელას კი სამეფო კარის თამაშების გულშემატკივრები ლიანა მორმონტის პერსონაჟის დამსახურებით იცნობენ.

სერიალში მოვლენები თანამედროვე ცივილიზაციის განადგურებიდან 20 წლის შემდეგ ვითარდება. ჯოელი სირთულეებისგან გამოწრთობილი გადარჩენილია, რომელიც კარანტინის ზონიდან 14 წლის ობოლი ელის გამოსახსნელადაა დაქირავებული. ერთი ჩვეულებრივი დავალება მალე გრძელ მოგზაურობაში გადაიქცევა, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებს იმედს ნამდვილად არ გაუცრუებს.

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…