მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა მედიას შენიშვნა მისცა და ინფექციის გამავრცელებლები უწოდა. ასე შეაფასა მან გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატრიარქის გადაყენება იგეგმება.

"ვირუსი არ არის მარტო ფიზიკური. თქვენ რა ინფორმაციასაც ავრცელებთ საზოგადოებაში, ეს არის ინფექცია, რომელმაც შეიძლება ადამიანი იმსხვერპლოს. ახლა ვიღაცამ სისულელე წამოროშა და თქვენ ყველანი იმეორებთ, რომ პრორუსი ეპისკოპოსები აპირებენ პატრიარქის გადაყენებას. ეს არის სამარცხვინო ამის ლაპარაკი.

მაგრამ თუ ჩვენ საზოგადოებამ გადავიტანეთ, თქვენ მიერ გავრცელებული ვირუსი, ჩვენ ავიცრებით ამაზე და ცოტა ხნის მერე თქვენ ამას ვეღარ გააკეთებთ. ნუ ავრცელებთ ასეთ უმსგავსობას", — განაცხადა მან.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაღალი იერარქები ჟურნალისტების მიმართ კრიტიკულები არიან და მათ მუშაობას უწუნებენ.

სინოდის სხდომა დაიწყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. წინა სხდომებისგან განსხვავებით საპატრიარქოს შესასვლელთან დადგმულია ჯებირები და ჟურნალისტები მის უკან დგანან.