გუშინ Epic Games-მა განაცხადა, რომ გეგმავს აპლიკაციის გამოშვებას, რომელიც ნებისმიერ ადამიანს მისცემს საშუალებას, შექმნას და გააცოცხლოს თითქმის ფოტორეალისტური კომპიუტერული ადამიანები.

The Vegre იუწყება, რომ ინსტრუმენტი, რომელსაც MetaHuman Creator ეწოდება, როგორც სათამაშო სტუდიებს, ასევე უბრალოდ ენთუზიასტებს მისცემს საშუალებას, შექმნან რეალური ადამიანების მოდელები, სახის გამომეტყველებებითა და მრავალფეროვანი მახასიათებლებით. აპლიკაციის გამოშვება წელს იგეგმება. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ MetaHuman Creator გაზრდის მაღალი ხარისხის ანიმაციების ხელმისაწვდომობას და დაბალბიუჯეტიან სტუდიებს მისცემს საშუალებას, შექმნან მრავალფეროვანი თამაშები წარმოუდგენლად დახვეწილი გაფორმებებით. გარდა ამისა, იგი, სავარაუდოდ, ადამიანებს სოციალურ მედიაში ყალბი პროფილების შექმნაშიც დაეხმარება.

მეტაადამიანი ენდი სერკისი

მეტაადამიანი ენდი სერკისი

ფოტო: futurism.com

Epic Games-ის მიხედვით, MetaHuman Creator სტუდიებს CGI პერსონაჟების შექმნის საქმეს შეუმსუბუქებს. ამ აპლიკაციით მიღებული ანიმაციები თავსებადი იქნება მოძრაობის აღბეჭდვის არსებულ ტექნიკებთან, შესაბამისად მეტაადამიანი ქმნილებების დამატება თავისუფლად იქნება შესაძლებელი ახალ თამაშებსა და ვიდეოებში.

"დღემდე, 3D შინაარსის შექმნისას, ერთ-ერთ ყველაზე შრომატევად სამუშაოს ისეთი ციფრული ადამიანის შექმნა წარმოადგენს, რომელიც დიდად არ განსხვავდება რეალურისგან. ყველაზე გამოცდილ ხელოვნებსაც კი მნიშვნელოვნად დიდი დრო, ძალისხმევა და აღჭურვილობები სჭირდებათ, თუნდაც, ერთი პერსონაჟის შესაქმნელად", — ამბობს თავის პრესრელიზში ვლადიმირ მასტილოვიჩი, Epic-ის ციფრული ადამიანების ტექნოლოგიის ვიცე პრეზიდენტი.

ერთი შეხედვით, ალბათ იფიქრებთ, რომ მსგავსი ინსტრუმენტი ძალიან მარტივად შეიძლება იქნას გამოყენებული ბოროტი მიზნებისთვის სოციალური მედიის ყალბი ანგარიშების შექმნისა და დეზინფორმაციის გავრცელების გზით, თუმცა სინამდვილეში, ეს პროექტი სრულიად სხვა მიზანს ემსახურება.

მეტაადამიანები კარგად გამოიყურებიან, თუმცა ისინი უფრი მეტად გვანან მაღალი დონის ვიდეოთამაშების პერსონაჟებს, ან CGI სოციალური მედიის პიროვნებებს (მაგ. Lil Miquela), ვიდრე ნამდვილ ადამიანებს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ MetaHuman-ის შემქმნელები პოლიტიკური ქაოსის დანერგვას ცდილობდნენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, აპლიკაცია 2021 წელს გამოვა. საინტერესო იქნება იმის ნახვა, თუ რას შექმნიან სტუდიები თუ ჩვეულებრივი ადამიანები მისი გამოყენებით.