Netflix-ის თქმით, შოუს მაყურებლის ყურადღების მისაქცევად 5 წამი აქვს
ახალ-ახალი სერიალებისა და ფილმების წინაშე აღმოჩენილებს, როდესაც საღამოობით განსატვირთად სულ რამდენიმე საათი გვაქვს, ხშირად არჩევანის გაკეთება გვიჭირს. რომელი სერიალი ჩავრთოთ? ღირს დროის დახარჯვად? ხომ არ სჯობს ისევ ნანახი ფილმები და სერიალები გადავიმეორო?
5 წამი - ეს ის საშუალო დროა, რომელსაც "გულუხვი" მაყურებელი ახალ სერიალს, ფილმსა თუ გადაცემას მისი დაინტერესებისთვის აძლევს. ამის შესახებ ნეტფლიქსის ტალანტების მოზიდვისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა, კრისტოფერ მაკმა კრეატივის მიმართულებით პროფესიონალებისთვის გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის მომხმარებელთა ქცევის შემსწავლელმა ჯგუფმა დაადგინა, რომ სწორედ პირველ 5 წამში წყვეტს მაყურებელი, გააგრძელებს თუ არა დაწყებული შოუს ყურებას.
მაკმა მაყურებლის ქცევის საილუსტრაციოდ ბრმა პაემნის მაგალითი მოიყვანა. ბარში შესულს შენს მაგიდასთან მომლოდინე ადამიანის შესახებ წარმოდგენა, გაუცნობიერებლად, მისი დანახვისთანავე გექმნება. პაემანი, გასაუბრება, უცხო ადამიანებთან შეხვედრა - ხშირად წარმოდგენის შესაქმნელად სწორედ პირველი რამდენიმე წამია გადამწყვეტი.
მაკმა მაყურებლების ანკესზე წამოსაგებად მსმენელებს ეფექტური ხერხები შესთავაზა. მისი თქმით, აუცილებელია, მაყურებელს თიზერით ან პირველი სცენით შოუს მთავარ პერსონაჟებზე, კონფლიქტსა თუ სამყაროზე წარმოდგენა შეექმნას.
"ესაა თქვენი შესაძლებლობა, თიზერის დახმარებით მაყურებლისგან პირველი თანხმობა მიიღოთ. შესაძლოა, გონებამ უკარნახოთ, რომ ეს შოუ მათთვის არაა, თუმცა თიზერში რაღაც ისეთი უნდა იყოს, რაც მათ შოუს გაგრძელებას მოანდომებს, რათა გაიგონ, რა მოხდება შემდეგ", — განაცხადა მაკმა.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
-
კომენტარები