დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან მორიგ საპროტესტო აქციას მართავს. სინოდის სხდომის დაწყებამდე ის საპატრიარქოს წინ ბანერით მივიდა, რომელზეც წერია, რომ დეკანოზი 4 წელია როგორც საპატრიარქოს, ისე ივანიშვილის პირადი ტყვეა.

"სამი წლის წინ, როცა სინოდში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, დღემდე არ შექმნილა. მოვუწოდებ, დააყენონ ეს საკითხი და შექმნან კომისია და იმსჯელონ ერთხელ და სამუდამოდ ციანიდთან დაკავშირებით. მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ ესენი არ შექმნიან კომისიას, რადგან როდესაც დასრულდება გამოძიება, საპატრიარქოს მაღალჩინოსნებთან გავა კვალი. ამიტომაც არ აწყობთ კომისიის შექმნა და ამიტომაც სამი წელია არ შექმნილა", — აცხადებს ის.

სინდოის სხდომა 12 საათზე დაიწყება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. წინა სხდომებისგან განსხვავებით საპატრიარქოს შესასვლელთან დადგმულია ჯებირები და ჟურნალისტები მის უკან დგანან.