შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი ბათუმში დააკავეს.

უწყების ცნობით, მათ ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ედებათ. შსს-ს განცხადებითვე, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს ორივე ბრალდებული დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მათ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით განსესაზღვრათ.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 1 იანვარს ბათუმში ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ორ ძმას. ერთ-ერთი საავადმყოფოში 13 იანვარს გარდაიცვალა.