რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივანს, მამუკა მდინარაძეს არ აქვს პასუხი მის განცხადებაზე უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ასე გამოეხმაურა სამნიძე მდინარაძის შეფასებას, რომ აღნიშნული ინიციატივა იყო ძალიან ბავშვური და იყო თამაში.

"რისი დამტკიცებაც გვინდოდა — პასუხიც არ აქვს მდინარაძეს! ჯერ შემოდითო გვაშანტაჟებს, კანონპროექტი დადეთ ჯერ და ხმა გექნება-მეთქი და პასუხად მივიღეთ, რა დროს ეგაა პრობლემებია ქვეყანაშიო. გაბედეთ კანონპროექტის დარეგისტრირება! სულ შანტაჟი არ გაგივათ", — წერს სამნიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

მდინარაძის თქმით, სამნიძის განცხადება უბარიერო საარჩევნო სისტემის კენჭისყრაში მონაწილეობასთან დაკავშირებით "ბავშვურია და თამაშია". მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მაშინ, როცა ქცეყანაში ბევრი სოციალური პრობლემაა, ოპოზიცია მსგავსი განცხადებებით ცდილობს ყურადღების მიქცევას.

საქმე ეხება სამნიძის ინიციატივას იმის შესახებ, რომ თუ უბარიერო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი დარეგისტრირდება, რესპუბლიკელები კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებენ.

გაიგეთ მეტი: