პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილის ეპოქა" ქართულ პოლიტიკაში დასრულდა.

"მე მჯერა იმის, რომ ბიძინა ივანიშვილის ეპოქა ქართულ პოლიტიკაში დასრულდა. ჩემთვის ნათელია, რომ მან, იმის შემდეგ რაც განაცხადა რომ პარტიიდანაც გადის და მხარდამჭერიც აღარ იქნება, ჩემთვის ეს არის მისი ეპოქის დასასრული ქართულ პოლიტიკაში", — განაცხადა ჯაფარიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

მისი თქმით, ივანიშვილის წასვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს არსებული პარლამენტის არალეგიტიმურობას, რადგან ადამიანებმა ვინც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ქართულ ოცნებას დაუჭირა მხარი, ხმა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის მისცა.

"ეს [ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა] არის ძირფესვიანი ცვლილება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თუკი ვინმემ მისცა ხმა ქართულ ოცნებას 31 ოქტომბერს, მისცეს ხმა ბიძინა ივანიშვილს, შესაბამისად, სრულიად სხვა ვითარება გვაქვს. კიდევ უფრო მიღრმავებს იმის რწმენას, რომ ჩვენი ბოიკოტი არის გამართლებული ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, იმიტომ, რომ ეს პარლამენტი ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას", — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

11 იანვარს, ქართული ოცნების დამფუძნებელმა განაცხადა, რომ ტოვებს პარტიის თავმჯდომარის პოსტს და საერთოდ, მიდის პოლიტიკიდან.

გაიგეთ მეტი: