ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, არმაზ ახვლედიანი აცხადებს, რომ ხათუნა სამნიძის ინიციატივასა და ოპოზიციის მიერ განცხადებულ მტკიცე პოზიციას შორის განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ არსებობს.

"ვერ ვხედავ განსაკუთრებულ წინააღმდეგობას ჩვენ მიერ განცხადებულ მტკიცე პოზიციაში, რომ არ შევიდეთ პარლამენტში და ქალბატონი ხათუნა სამნიძის ინიციატივას შორის, რომ ერთჯერადად, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარების მიზნით, შესაძლოა მოგვიწიოს ერთი კონკრეტული კენჭისყრისთვის შესვლა. [...] ვერ ვხედავ აქ ვერავითარ განსაკუთრებულ პრობლემას, მაგრამ ეს არის ერთი ხმა მხოლოდ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მიიღოს ერთობლივი გადაწყვეტილება და არ იყოს წინააღმდეგობა", — განაცხადა ახვლედიანმა.

დღეს, 10 თებერვალს, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ თუ უბარიერო პროპორციული არჩევნების კანონპროექტი დარეგისტრირდება, მზადაა, კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საპარლამენტო მანდატი გამოიყენოს.

გაიგეთ მეტი: