ვოლსკი უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაზე: ძალიან ადრე იყო სააკაშვილზე შენიშვნა მისაცემი
ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, უკრაინის დიპლომატიურ უწყებას სააკაშვილზე განცხადება უფრო ადრე უნდა გაევრცელებინა და შენიშვნაც უფრო ადრე მიეცა. მისი აზრით, სააკაშვილის განცხადებებით უკვე თავად უკრაინას შეექმნა პრობლემა და ამიტომაც გამოეხმაურენ მას.
"არამარტო ეს მისი წამოძახილი ქმნის პრობლემას და წამოძახილებები... უკვე უკრაინას უქმნის პრობლემას, თორემ დამერწმუნეთ სახელმწიფო თანამდებობაზე დანიშნული ადამიანის მიმართ შეიძლებოდა, არც გამოთქმულიყო შენიშვნა. ყველამ მაპატიოს, უკრაინელებმა განსაკუთრებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან ადრე იყო შენიშვნაც მისაცემი და დიპლომატიური უწყების განცხადებაც გასაკეთებელი იმასთან დაკავშირებით, რაც ახლა ხდება", — განაცხადა მან იმედის ეთერში.
8 თებერვალს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაპოსტა, რომ დაუმორჩილებლობის აქცია არის "პირველი მერცხალი" იმისა, რაც აუცილებლად არის გასაკეთებელი ქეყანაში. მისი თქმით, მოსახლეობა არ დაემორჩილება შეზღუდვებს, ჯარიმებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს, რომლებიც მხოლოდ მმართველი გუნდის სასარგებლოდაა.
9 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ, უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა განაცხადა, რომ სააკაშვილის მოწოდებები დაუმორჩილებლობაზე არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს. ამავე დღეს, კრიტიკას სააკაშვილმა კრიტიკითვე უპასუხა და ელჩს "კორუმპირებულ", "სამარცხვინო" უწოდა. სააკაშვილის მტკიცებით, დოლგოვი უკრაინის ექსპრეზიდენტმა, პოროშენკომ ერთადერთ მიზნით "მის წინააღმდეგ" საბრძოლველად დანიშნა. მისივე თქმით, დოლგოვი აზიანებს უკრაინისა და საქართველოს იმიჯს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააკაშვილის ბრალდებებს ელჩის, იგორ დოლგოვის მიმართ ემოციური და არაარგუმენტირებული უწოდა. უწყებამ განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებები შესაძლოა შეფასდეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა, რაც მიუღებელია.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები