რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ის მზადაა, უბარიერო პროპორციული კენჭისყრის მხარდასაჭერად საპარლამენტო მანდატი გამოიყენოს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"თუ ხელისუფლება მზად არის და ბედავს, რომ შემოგვთავაზოს დღეს ჩვენ უბარიერო პროპორციული სისტემა და დაარეგისტრირებს ამ კანონპროექტს, ჩვენ, რესპუბლიკელები, მზად ვართ, რომ ამ კანონოპროექტის კენჭისყრის დროს სამი მოსმენით მხარი დავუჭიროთ და მივიღოთ კენჭისყრაში მონაწილოება", — განაცხადა სამნიძემ.

ის, ასევე, მოუწოდებს კოლეგა ოპოზიციონერებს, გაიზიარონ მისი შეხედულება.