Instagram-ზე Reels შედარებით ახალი განყოფილებაა, რომელიც მოკლე ვიდეოების ნახვის საშუალებას გაძლევთ. Reels სოციალური მედიის გიგანტის პასუხია TikTok-ზე, რომელმაც ბოლო წლებში მასობრივი პოპულარობა მოიპოვა.

ბევრი მომხმარებელი Reels-ზე TikTok-იდან აღებულ ვიდეოებს დებს, სადაც TikTok-ის ლოგო თვალშისაცემია. Instagram-ის Ceators ანგარიშზე დაიწერა, რომ კომპანიის ალგორითმი ნაკლებად გაუწევს რეკომანდაციას ისეთ ვიდეოებს, რომლებსაც ლოგოები ან watermark-ები აქვს.

მომხმარებლები Reels-ზე TikTok ვიდეოების დადებას ისევ შეძლებენ და მათ არხის გამომწერები იხილავენ, თუმცა, feed-ზე ამ ვიდეოების ნახვის ალბათობა უფრო დაბალია.

ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა. ბევრი მომხმარებელი თავის ვიდეოებს ორივე პლატფორმაზე აზიარებს, რასაც მომავალში შეიძლება ოდნავ მეტი დრო დაჭირდეს. თუმცა, Instagram-ის მომხმარებლები კარგ მხარეზეც მიუთითებენ. სხვადასხვა არხები პოპულარობის მოპოვებას სხვისი გაკეთებული TikTok-ების დადებით ნაკლებად შეძლებენ. ეს შეზღუდვა მეტი ორიგინალური მასალის დაწინაურების საშუალებასაც იძლევა.

მეორე მხრივ, ვიდეოების სხვა პლატფორმებიდან მოპარვა და Reels-ზე დადება არანაკლებ მარტივია. Instagram-ის გადაწყვეტილება აშკარად კონკურენტ TikTok-ს იღებს სამიზნეში, რაც ბუნებრივია.