ფოტოგრაფმა მაიკლ ჰუნიევიჩმა ლონდონიდან ჩრდილოეთ კორეაში ამოყო თავი. დიდი რისკის მიუხედავად, მან არალეგალური ფოტომასალა შეაგროვა და სამყაროს აჩვენა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სახელმწიფოში, ჩრდილოეთ კორეაში.

ჩამორთმეული პასპორტი

ფოტო: Media Source

სასტუმროში მისვლისთანავე გიდმა ფოტოგრაფს პასპორტი ჩამოართვა და გააფრთხილა, რომ სასტუმროდან მარტო არ გასულიყო. რადგან პასპორტი არ გაქვთ, ავტოავარიის შემთხვევაში საავადმყოფოში ვერავინ მიხვდება, ვინ ხართ - ასეთი იყო ოფიციალური მიზეზი.

სასტუმრო Yanggakdo

ფოტო: Media Source

ფოტოგრაფი სასტუმრო Yanggakdo-ში დაბინავდა. სასტუმრო მდინარეში, პატარა კუნძულზეა აშენებული და ტურისტებს ეკრძალებათ კუნძულის საკუთარი ნებით დატოვება. სასტუმროს ხუმრობით ალკატრასსაც უწოდებენ.

ფარული ვიდეოგადაღება სასტუმროს ნომერში

ფოტო: Media Source

სასტუმროს ლიფტში მეხუთე სართულის ღილაკი უბრალოდ არ არსებობს. ვარაუდობენ, რომ მეხუთე სართულზე ტექნიკური ოთახებია, საიდანაც სასტუმროს ბინადრების ყველა ქმედება კონტროლდება. ვიდეო და აუდიო ზედამხედველობა ოთახებზეც ვრცელდება.

ხედავ მხოლოდ იმას, რაც მათ სურთ, რომ დაინახო

ფოტო: Media Source

ფოტოგრაფი და მისი ჯგუფის წევრები ვალდებულნი იყვნენ, ქალაქში მხოლოდ გიდის თანხლებით გადაადგილებულიყვნენ. ავტობუსის მძღოლი, რომელიც ტურისტებს ქალაქს აჩვენებდა, სვლას ანელებდა, როცა ლამაზ უბანში ხვდებოდნენ. ამის საპირისპიროდ, მოძრაობა ჩქარდებოდა, როცა ღარიბი კვარტლები უნდა გაევლოთ. დაუშვებელი იყო, ტურისტებს ქალაქის ცუდი მხარე ენახათ ან გადაეღოთ.

აღელვებული მიმტანები

ფოტო: Media Source

მიმტანები მუდმივად ღელავდნენ მომსახურების დროს. ყველა მოქალაქე დაძაბული იყო და ენას კბილს აჭერდა უცხოელებთან საუბრისას.

მუდმივი კონტროლი

ფოტო: Media Source

აქ ყველგან ჯარისკაცები დგანან და მათი მთავარი ფუნქცია ყველა ადამიანის კონტროლია.

ცარიელი დახლები

ფოტო: Media Source

რთულია, ვერ შეამჩნიო ცარიელი დახლები, რაც ეკონომიკის კოლაფსის ნიშანია. როგორც ჰუნიევიჩი აღნიშნავს, 1 კილოგრამი ვაშლი დაახლოებით 5 დოლარი ღირს. სიღარიბე და შიმშილი მილიონობით მაცხოვრებელს სტანჯავს.

აქ ცხოვრება საზარელია

ფოტო: Media Source

ფოტოგრაფი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად სიტუაციის აბსურდულობაზე ეცინებოდა, მაგრამ ცოტა ხანში სრულად გააცნობიერა ამ ქვეყანაში ცხოვრების ტრაგიკულობა.

"ეს უბრალოდ საშინელებაა", - ამბობს ჰუნიევიჩი.