ვინ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში — NGO-ების ანგარიში უცხოურ გავლენებზე
უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრი უცხო ქვეყნების საქართველოზე გავლენის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მთავარ ბოროტ ძალად რუსეთია ნახსენები. ევროპული ღირებულებების ინსტიტუტის ანგარიშში, რომელიც საქართველოში მოქმედ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციას ეყრდნობა, ვკითხულობთ:
"ორი ათწლეულია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების უცვლელი მომხრეა, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებისა და რადიკალური მოძრაობების რიცხვი საქართველოში იზრდება. რადიკალური ჯგუფების რაოდენობა და მიმდევრები არსებობა ისეთივე საგანგაშო არ არის, როგორც ის, რომ ხელისუფლება ამ ჯგუფების უსიტყვოდ უჭერს მხარს, თუ არ ახალისებს, აქვს პასიური დამოკიდებულება, რითაც, ასევე, აიხსნება მათი მომრავლება, რადგან ეს ჯგუფები მარგინალიზებულნი და სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატურად დასჯილნი არ არიან".
ანგარიშში, ასევე, ხაზგასმულია, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები კრემლის ინტერესებზე მომუშავე რუსული მავნე ძალების გამოვლენისა და ამ ჯგუფების დასახელებისგან თავს იკავებენ.
კვლევამ, აგრეთვე, დაადასტურა, რომ რუსული რბილი ძალის სტრატეგია მართლმადიდებლურ ქრისტიანობასთან დასავლური ღირებულებების შეუთავსებლობას უსვამს ხაზს, რასაც ქართველი სამღვდელოებაც ეხმიანება.
ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ნეიტრალიტეტის ნარატივსა და ანტი-თურქულ რიტორიკაზე, რომელიც მნიშვნელოვნად ემყარება ისტორიულ შედარებებსა და ფართოდ გავრცელებულ ყალბი ინფორმაციებს, თითქოს, ანკარამ, სავარაუდოდ, აჭარის რეგიონი მოითხოვა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ბაზები გახსნა.
ანგარიშში მოხვდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული ლუგარის ლაბორატორია, რომელიც რუსეთის დეზინფორმაციის მანქანისთვის შთაგონების წყაროდ იქცა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე თავდასხმებს 2020 წელს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც შეუერთდა, მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიამ ინსტიტუტი Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავისი მნიშვნელობა და საიმედოობა დაამტკიცა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პოპულარული შეხედულება მკაფიოდ პროევროპული და NATO-ში გაწევრიანების მომხრეა, მკვლევრები დასავლეთის მიმართ ლოიალობის შეცვლის პირველ ნიშნებსაც ხედავენ.
"მიუხედავად იმისა, რომ ჯერ განგაშის მიზეზი არ არის, მნიშვნელოვანია აქტიური მუშაობა, რათა დეზინფორმაციულ კამპანიებსა და ყალბ ნარატივებთან ბრძოლა შედეგიანი იყოს და შემდგომი მოქმედებების დღის წესრიგი განისაზღვროს", — წერია დოკუმენტში.
უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრი სახელმწიფო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, მედიაში, პოლიტიკურ პარტიებსა და ეკლესიებში მესამე ქვეყნის გავლენებს აკვირდება.
ნაშრომი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა, რომელშიც მონაწილეობდნენ:
- საქართველოს ატლანტიკური საბჭოს DFRLab;
- სამოქალაქო იდეა (Civic idea);
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
- მედიის განვითარების ფონდი (MDF).
რაც შეეხება პუბლიკაციაში გამოყენებულ მეთოდოლოგიას, წარმოდგენილი მონაცემები და ფაქტები ემყარება:
- ღია წყაროების მასალებს, მათ შორის სამთავრობო დოკუმენტებსა და მაღალი დონის საჯარო განცხადებებს;
- ოფიციალური პირებს;
- არსებულ კვლევებსა და ანალიზებს (აკადემიური, კვლევითი ცენტრები, ჟურნალისტური კვლევები);
- აგრეთვე, მედიის ინფორმაციის წყაროებს;
- სიღრმისეული ინტერვიუები შესაბამის ექსპერტებთან და ოფიციალურ წარმომადგენლებთან, რომლებიც აკადემიურ, საზოგადოებრივ და სამოქალაქო პირებს წარმოადგენენ.
ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
კომენტარები