თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ვაკის პარკის რეაბილიტაციის პერიოდში ცხოველებისთვის სასეირნო სივრცე გამოიყოფა.

"ვაკის პარკი, არსებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სრულად დაიკეტა. ადგილობრივ მცხოვრებლებთან გვქონდა კომუნიკაცია და მათი მოთხოვნა იყო, გამოგვეყო გარკვეული სივრცე იმისთვის, რომ ცხოველების გასეირნება შესაძლებელი ყოფილიყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავითვალისწინეთ. ამ კომუნიკაციის შედეგად, დღეიდან გამოიყოფა ტერიტორია, სადაც შინაური ცხოველების გასეირნების საშუალება მიეცემათ ადამიანებს, რეაბილიტაციის პერიოდში. ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ამ სივრცის და მისი მდებარეობის შესახებ. სოციალური ქსელების, მედიის საშუალებით მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით", — განაცხადა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვაკის პარკი ამ კვირაში დროებით დაიკეტა. მერიის ინფორმაციით, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულებულდება.