აშშ-ს სენატმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი კონსტიტუციურად მიიჩნია. პროცესის გაგრძელებას 100-დან 56-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, მათ შორის 6 რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელია.

ამის შემდეგ მრავალსაათიანი განხილვები გაიმართება, რის საფუძველზეც სენატორები საბოლოოდ გადაწყვეტენ — გამოუცხადებენ თუ არა ტრამპს იმპიჩმენტს. ამისთვის პალატის წევრების ხმათა 2/3-ია საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატების გარდა იმპიჩმენტს მხარი 17-მა რესპუბლიკელმაც უნდა დაუჭიროს მხარი.

წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუცია მის ოფიციალურ წასვლამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღო და ის ამბოხის წახალისებაში დაადანაშაულა. როგორც კანონმდებლები აცხადებენ, ტრამპის განცხადებებმა და სურვილმა არ აღიაროს არჩევნების შედეგები, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა გამოიწვია, რა დროსაც 6 ადამიანი გარდაიცვალა.

დონალდ ტრამპის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ უკვე ყოფილი პრეზიდენტისთვის საიმპიჩმენტო განხილვის წარმართვა არაკონსტიტუციურია. გარდა ამისა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ტრამპის გამოსვლები კონსტიტუციის პირველი შესწორებითააა დაცული.

თუმცა ბრალდების მხარემ, რომელსაც დემოკრატიული პარტიის 9 წევრი წარმოადგენს, აცხადებენ, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება, უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენოს.

იმ შემთხვევაში, თუ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს სენატი მხარს დაუჭერს, მას არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება.