თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირება 10 თებერვლიდან აღდგება. ნოემბერში ახალი შეზღიდვებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო, მერიამ ზონალურ-საათობრივი პარკირება დროებით გააუქმა.

"დროებით ჩვენ შეჩერებული გვქონდა ამ პარკირებიის გადასახდი და ადამიანებს არ უწევდათ საათობრივი საფასურის გადახდა, იქედან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული გქვონდა. იმის გათვალისწინებით, რომ ტრანსპორტმა დაიწყო მუშაობა, რა თქმა უნდა, პარალელურად 10 თებერვლიდან ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახდი", — განაცხადა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, ზონალურ-საათობრივ პარკირება ჯერ თბილისში სრულად არ ამომქედებულა, თუმცა მისი თქმით, იგი რამდენიმე სივრცეში უკვე მოქმდებეს, მათ შორის, ორბელიანის მოედანზე, ბარათაშვილის, კოტე აფხაზის ქუჩებზე, აბანოთუბანში, პეკინის გამზირსა და მისი გადამკვეთი ქუჩების გარკვეული ნაწილში. ასევე, ვაკის რაიონშიც.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის შემთხვევების შემცირების მიზნით დაწესებული შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდა. 8 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით ამოქმედდა მუნიციპალური ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსები. ამასთან, თბილისის მერიის ცნობით, 8 თებერვლიდან ე.წ. ბასლეინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება, ხოლო მეტროსადგური გოცირიძე სარემონტო სამუშაოების გამო მგზავრებს 3 თვე ვერ მოემსახურება.