გამოძიების პირველადი შედეგებით, კობი ბრაიანტის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი მფრინავის მხრიდან წესების დარღვევა გახდა. The New Yourk Times ოფიციალურ პირებზე დაყდნობით წერს, რომ მფრინავი ცუდ ამინდში ღრუბლებში შეფრინდა, რამაც მისი დეზორიენტაცია გამოიწვია და მართვა დაკარგა.

ტრანსპორტის ეროვნული უსაფრთხოების წევრების განცხადებით, შესაძლოა, ის ზეწოლას გრძნობდა, რომ ბრაიანტი და მისი შვილი ვარჯიშზე დროულად ჩაეყვანა. მათი თქმით, მფრინავს ეჩვენებოდა, თითქოს სიმაღლეს კრეფდა, სინამდვილეში კი ქვევით ეშვებოდა.

კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა. ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის შვილი და კიდევ 7 ადამიანი გარდაიცვალა, რომლებიც ბორტზე იყვნენ. ბრაიანტის ცოლმა ვერტმფრენის მფლობელ კომპანიას სასამართლოში უჩივლა.

კობი ბრაიანტი აღიარებულია კალათბურთის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავად. ის 20 წლის განმავლობაში ლოს-ანჯელეს ლეიკერსში თამაშობდა. მოგებული აქვს, NBA-ს ხუთი ჩემპიონატი და 18 All Star თამაში. ის იყო ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელიც NBA-ში თამაშში 18 წლის ასაკში დაიწყო და კარიერა 2016 წელს დაასრულა. ბრაიანტი NBA-ს ისტორიაში პირველი მცველია, რომელმაც მინიმუმ 20 სეზონი ითამაშა.