ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება
კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის აპრილში გაფორმდა. მას შემდეგ ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად უჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს, შედეგად კი მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთი წლით გადაწყვიტეს.
2020 წელს, რომელზეც უდიდესი ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა, ევროპაბეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირი.
გასული წლის ივლისში გაიმართა პროფესიონალურ ნარდში პირველი რეგიონალური ონლაინ-ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 000 ლარი იყო და მასში მონაწილეობა რამდენიმე ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) საუკეთესო წარმომადგენლებმა მიიღეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ნარდის ონლაინტურნირები: "#BeActive Tbilisi Cup — 2020, ქალთა შორის" და "#BeActive Tbilisi Open Cup 2020" მოყვარულთა შორის. ევროპაბეთის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატი ნარდში, რომელიც წლის ბოლოს გრანდფინალით დასრულდა.
კომპანიასა და ფედერაციის თანამშრომლობის შედეგად, მიმდინაროებს მუშაობა პლატფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, რათა მოხდეს არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების გამოვლენა. ასევე ჩამოყალიბდა ერთობლივი კომისია, რომელიც დიდ ტურნირებს ემსახურება.
"სპორტული ნარდის ფედერაციასთან თანამშრომლობა ორმხრივად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შარშანდელმა წარმატებულმა პროექტებმა ცხადად დაგვანახა, თუ რა სასარგებლო ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას როგორც ნარდის სპორტის განვითარებისთვის, ასევე ჩვენი პროდუქტების დახვეწის მიმართულებით. ფედერაციის ექსპერტების დახმარებით შეიქმნა სისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ითამაშოს ყველაზე დაცული ონლაინ ნარდი europebet.com-ზე. წელს თანამშრომლობის ფარგლებში 10-მდე ტურნირის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი", — ლაშა გოგუა, ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი.
"ჩვენი თანამშრომლობა წინა წლის გაზაფხულიდან დაიწყო. კომპანია ევროპაბეთი ძალიან გვეხმარება ნარდის პოპულარიზაციაში როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე —საერთაშორისო მასშტაბით. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროპაბეთის პლატფორმაზე გრანდიოზული რეგიონალური ონლაინტურნირ ჩავატარეთ, ამან ძალიან შეუწყო ხელი ნარდის მიმართ ინტერესის ზრდას. ტურნირს დიდი გამოხმაურება მოყვა მოთამაშეებში, რომლებიც ელოდებიან მორიგ ტურნირს. მომერანდუმის ფარგლებში, უკვე დაგეგმილია მისი ჩატარება და დასაზუსტებელი მხოლოდ ვადებია.
კომპანია ევროპაბეთის ოფიციალური პარტნორობით, წელსაც გაიმართება ნარდში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და საქართველოს ეროვნული თასის გათამაშება. რაც მთავარია, წლის ბოლოს იგეგმება დიდი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, რომელსაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. ეს ტურნირი, თუკი პანდემია ხელს არ შეგვიშლის, "ცოცხლად" გაიმართება", — რევაზ ცხოვრებაშვილი, სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი.
სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი ევროპაბეთის პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყო და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს — პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: "დროის კონტროლის" ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიულ ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.
შესაბამისად, სპორტული ნარდის ფედერაცია ერთადერთი არ არის, რომელთანაც ევროპაბეთს პარტნიორობის ხელშეკრულებები აკავშირებს. კომპანია ასევე თანამშრომლობს საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან, არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის და საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
კომენტარები