ჰუავეის დამაარსებელმა და აღმსარულებელმა დირექტორმა, რენ ჟენგფეიმ განაცხადა, რომ მას სურს ამერიკასთან ურთიერთობების განახლება და ამისათვის მზადაა, პრეზიდენტ ბაიდენთან და მის ადმინისტრაციასთან დიალოგი დაიწყოს.

ჟენგფეი მედიაში წელიწადზე მეტია არ გამოჩენილა, ამ განცხადებით კი მან მზადყოფნა გამოთქვა ამერიკასთან მუშაობის აღსადგენად.

"ამერიკას, ისევე როგორც ჩინეთს, ეკონომიკური ზრდა სურს. თუ ჰუავეი გააფართოებს თავის წარმოებას, ეს მომგებიანი იქნება როგორც ამერიკული, ისე ჩინური კომპანიებისათვის. მე მჯერა, რომ ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც იგივე სურს და ისინი თავიანთ პოლიტიკას გადახედავენ. ჩვენ გვჯერა, რომ ისევ შევძლებთ დიდი რაოდენობით ამერიკული ნაწილებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენას, რაც ამერიკისთვისაც მომგებიანი იქნება", — ამბობს რენ ჟენგფეი.

შეგახსენებთ, რომ დღეისათვის ჰუავეის ამერიკასთან ყველა სახის სავაჭრო ურთიერთობა აკრძალული აქვს, რაც იმასაც გულისხმობს, რომ მათ გუგლისგან ანდროიდის ყიდვაც აღარ შეუძლიათ. ამის გამო ჰუავესი თავისი დანაყოფის Honor-ის გაყიდვაც კი მოუწია, რათა შეზღუდვისთვის აერიდებინა თავი.

რენმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ისინი არ აპირებენ სმარტფონების ხაზის გაყიდვას და აქვე დაამატა, რომ მსოფლიოს საუკეთესო სმარტფონად iPhone 12-ს მიიჩნევს.

"მას შემდეგ რაც ჰუავეის ფლაგმანური სმარტფონები აღარ აქვს, iPhone 12 ძალიან დაგვეხმარა იმის დამტკიცებაში, რომ ჩვენი 5G ტექნოლოგიები კარგია".