პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ უნდა მისი ყოფილი თანაპარტიელი, ზურაბ ჯაფარი,ძე პარლამენტში შევიდეს. მეგრელიშვილის თქმით, ვერ წარმოუდგენია ზურაბ ჯაფარიძე არ შევიდეს პარლამენტში, თუ მმართველი პარტიისგან მიიღებენ პირობას ნულოვან საარჩევნო ბარიერზე.

"მე მინდა, რომ ზურა ჯაფარიძე შემოვიდეს [პარლამენტში]. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ზურა ჯაფარიძე არ შემოვიდეს თუ ამ პირობას ქართული ოცნება მართლა დადებს, გესმით?! ანუ, ზურა ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი, ისევე, როგორც ყველა დანარჩენისთვის იქნება ტესტი. თუ ეს პირობა იდება, ზურა ჯაფარიძეს მორალურად ევალება, რომ შემოვიდეს და არა მხოლოდ შემოვიდეს.

მან თქვა, რომ ესო, არისო, როგორც მარსზე ნაკვეთიო, ერთ-ერთ კომენტარში, რომელსაც ჩემს წინ აძლევდა. და თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს?!", — განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა ფორმულას ეთერში.

იმ შემთხვევაში, თუ ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტში შესვლაზე მაინც უარს იტყვის, მეგრელიშვილი არ გამორიცხავს მის ჩანაცვლებას გირჩის პარტიული სიის მომდევნო წევრით.

"თუ ზურა [ჯაფარიძე] არ შემოვა, ჯერ ახსნის ამას, კიდევ ერთხელ, რატომ არ შემოვა ამ პირობებზე და ნუ, მერე, მეოთხე ადამიანი ჩვენ გვეკუთვნის", — ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი.

გუშინ, ქართული ცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმის ფარგლებში ნულოვან ბარიერსაც განიხილავენ, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ამ პოზიციას მყარი არგუმენტაცია დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, 8 თებერვალს, პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მანდატების არშეჩერებასთან დაკავშირებით.

"რომ დაფიქრდეთ, არის ჩვეულებრივი სიგიჟე. ადამიანს ავალდებულებს პარლამენტი, გინდა, თუ არა, აქ უნდა იმუშავოო", — განაცხადა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიციის მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებული კენჭისყრა გადაიდება 2 თებერვალს გადაწყვიტა.