კომპანია Expanscape უცნაური ტექნოლოგიური პროდუქტის შექმნაზე მუშაობს. კომპანიის ინჟინრების გუნდმა შეიმუშავა ლეპტოპის პროტოტიპი, სახელწოდებით Aurora 7. სტანდარტულ მონიტორთან ერთად, მას 6 დამატებითი ეკრანი აქვს. აქედან, თითოეული საკუთარ გამოსახულებას და პროგრამებს აჩვენებს.

44 სანტიმეტრიანი მთავარი ეკრანი 4K რეზოლუციისაა. ასეთივე ზომის და რეზოლუციისაა, მის გვერდით განლაგებული შემდეგი სამი მონიტორიც.

ამასთან, მთავარი მონიტორის ზემოთ, მარცხნივ და მარჯვნივ, 17 სანტიმეტრიანი ეკრანებია. აღსანიშნავია კიდევ ერთი ეკრანი, რომელიც ლეპტოპს მაჯის დასაყრდნობ ადგილას აქვს.

ამ პროტოტიპის სისქე ათი სანტიმეტრია, ხოლო წონა 11 კილოგრამია.

ამასთან, ლეპტოპს Intel Core i9-9900K პროცესორი და 64 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება გააჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად მობილური უსაფრთხოების ოპერაციებისთვის არის შექმნილი, მისი გამოყენება ვიდეოთამაშებისთვისაც შეგვეძლება.

ერთი შეხედვით, პროტოტიპი უცნაურია და მისი მოხმარება რთული უნდა იყოს, მაგრამ კომპანიაში ამბობენ, რომ მას გაყიდვაში აუცილებლად ჩაუშვებენ და დიდი მოგების იმედიც აქვთ.

საინტერესოა როგორი იქნება Aurora 7-ის მომავალი. წარმოდგინეთ ლეპტოპი, სადაც ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შვიდი მონიტორი იხსნება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.