აჭარაბეთზე პოკერის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ გამოსცადონ განახლებული პოკერი და სრულყოფილი გამოცდილება მიიღონ.

განახლებული პოკერი მობილურზე სრულად მორგებულია, რაც პოკერის მოყვარულებს შესაძლებლობას აძლევს გამოსცადონ ყველა ახალი ფუნქციონალი და თამაშის სახეობა ნებისმიერი ფორმატის ტელეფონიდან და ამავდროულად რამდენიმე მაგიდაზე ერთდროულად.

ყველაზე დინამიკური და ტრენდული 6+ ჰოლდემი, ბაუნთი ტურნირები, ახალი სპინ პოკერი, საყოველთაო რეიკბექი და განახლებული ინტერფეისი — ეს ის მცირე ჩამონათვალია იმ სიახლეებიდან, რაც მომხარებელს აჭარაბეთის განახლებულ პოკერში დახვდებათ.

განახლებულ პოკერს აქვს რეიკბექის ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მის მიერ ქეშ მაგიდაზე გათამაშებული თანხის რეიკის პროცენტი უკან დაიბრუნოს. თითოეულ მოთამაშეს შეუძლია 100%-იან „რეიქბექს“ მიაღწიოს და რაც მთავარია მისი მიღება ყველა მოთამაშეს შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ 3D პოკერის თამაში მხოლოდ აჭარაბეთზე იყო შესაძლებელი, სადაც უკვე დაგვხვდებათ განახლებული ინტერფეისი, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას მოახდინოთ ინტერფეისის პერსონალიზაცია და ითამაშოთ სასურველი დიზაინის მქონე მაგიდაზე და დააყენოთ სასურველი ავატარი. ამასთან, პირველად აჭარაბეთზე მომხმარებელს დახვდება 6+ ჰოლდემი.

6+ ჰოლდემი ტეხასურ ჰოლდემს გავს, თუმცა რამდენიმე მახასიათებელი აქვს — 6+ არასრული დასტით თამაშდება, ამოღებულია 6იანზე დაბალი ყველა ბანქო, შესაბამისად კომბინაციების მიმდევრობაც განსხვავებულია.

აჭარაბეთი მუდმივად იმყოფებოდა მსოფლიოს საუკეთესო პოკერის საიტების ტოპ ათეულში. რამაც საფუძველი ჩაუყარა WSOP-ის და აჭარაბეთის პარტნიორობას, შედეგად აჭარაბეთი რეგიონში პოკერის ცენტრი გახდა.

2016 წელს, Adjarabet.com -ის ორგანიზებით პირველად ჩატარდა შუალედური ტურნირი WSOPc Tbilisi, რომელშიც არაერთი ქართველი და უცხოელი პოკერის მოთამაშე იყო ჩართული. ერთი კვირის განმავლობაში ჯამში 25 ტურნირი გაიმართა. გარანტირებული საპრიზო ფონდის, 700 000$-ის გარდა, WSOP-ის 7 ბეჭედიც გათამაშდა.

WSOP Circuit Georgia-მ დიდი დაინტერესება გამოიწვია პოკერის მოთამაშეებში და ტურნირები ჯამში 1000-ზე მეტმა ადამიანმა ითამაშა. ტურნირებში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მოთამაშეები, მათ შორის პოკერის ცნობილი პროფესიონალები: დენიელ "ჯანგლმენ" ქეითსი, სტივ ო'დუაიერი, პიტერ ისთგეითი, დომინიკ პანკა, დმიტრი ურბანოვიჩი და მატეუშ ძიევონსკი. აღსანიშნავია რომ, აჭარაბეთმა მრავალ ქართველ მოთამაშეს მისცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში WSOP Circuits ტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა.

აჭარაბეთზე ყველაზე თანამედროვე და დინამიკური, პოკერი ხელმისაწვდომია — ახლა შენი სვლაა!