12 გამოუცდელი მსახიობი, რომელმაც ბევრ პროფესიონალზე უკეთ შეასრულა როლი
ხშირად მიიჩნევა, რომ საქმეს საუკეთესოდ მეტწილად მხოლოდ პროფესიონალები ართმევენ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუკეთესო პროფესიონალებსაც სჭირდებოდათ პირველი ნაბიჯების გადადგმა, სანამ საყოველთაო აღიარებას მოიპოვებდნენ.
კინოსა თუ სერიალების სამყაროს არაერთი შემთხვევა ახსოვს, როცა გამოუცდელმა მსახიობმა პირველად მოირგო როლი კამერის წინ და შესანიშნავი სანახაობაც შემოგვთავაზა. ახლა სწორედ რამდენიმე ასეთ თვალსაჩინო მაგალითს წარმოგიდგენთ:
1. ჰენგ ს. ნგორი ფილმში The Killing Fields (სიკვდილის ველი)
რეჟისორ როლან ჟოფესთვის დიდი გამოწვევა იყო იმ მსახიობის პოვნა, რომელიც კამბოჯას ისტორიული გენოციდის ტრაგედიასა და საშინელებას სათანადოდ გადმოსცემდა, თუმცა მოულოდნელად იპოვა პროფესიით გინეკოლოგი ჰენგ ს. ნგორი, რომელსაც კამბოჯას ციხეში სამჯერ მოუწია სასჯელის მოხდა. მისი შესრულება იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ ოსკარიც მოიპოვა კაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, რითიც ერთ-ერთია იმ ორ არაპროფესიონალ მსახიობს შორის, რომელთაც ეს ჯილდო ოდესმე მიუღიათ.
2. ავუ და სვატი ჩოკალინგამები სერიალში The Office (ოფისი)
ისინი ამ საყოველთაოდ ცნობილ სიტკომში პერსონაჟ კელის მშობლებს განასახიერებენ და აღსანიშნავია, რომ რეალურ ცხოვრებაშიც კელის როლის შემსრულებლის, მინდი კალინგის მშობლები არიან.
3. კეტი სი სერიალში Grey's Anatomy (გრეის ანატომია)
მედდა ბოქის შემსრულებელი რეალურ ცხოვრებაშიც მედდის პროფესიით მუშაობს, თუმცა მას უკვე ყველაზე კარგად ამ საკულტო სამედიცინო სერიალით იცნობენ.
4. აბდი ბარხადი ფილმში Captain Phillips (კაპიტანი ფილიპსი)
ნეტავ, როგორი შეგრძნებაა, როცა ტექნიკის მაღაზიაში მომუშავე კონსულტანტი მოულოდნელად იმ ფილმში მიიღებს როლს, სადაც ტომ ჰენკსი თამაშობს? აბდი ბარხადის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან წარმოუდგენლად კარგად გაართვა თავი ამ გამწვევას და ორგზის ოსკაროსან ტომ ჰენკს შესაშური პარტნიორობა გაუწია.
5. ჯამილა ჯამილი სერიალში The Good Place (კარგი ადგილი)
მართალია, ეს ბრიტანელი მოდელი სცენარისტის კარიერაზე ფიქრობდა, თუმცა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გამხმაურებულ კომედიურ სატელევიზიო შოუში მოხვედრის შემდეგ დარწმუნდა, რომ მსახიობობაზე ფიქრიც არ იქნებოდა ურიგო.
6. ვინი ჯონსი ფილმში Lock, Stock And Two Smoking Barrels (ბანქო, ფული და ორი ლულა)
ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელის სამსახიობო კარიერა ამ როლით დაიწყო და მოგვიანებით კიდევ უფრო საინტერესო პერსონაჟები გააცოცხლა კამერის წინ.
7. იალიცა აპარასიო ფილმში Roma (რომა)
სანამ ალფონსო კუარონის ფილმში მიიღებდა როლს, მანამდე სკოლის მასწავლებელი იყო. რომაში თამაშმა კი მას ოსკარის ნომინაცია მოუტანა, რითიც ამერიკის კონტინენტის აბორიგენი მოსახლეობის პირველი წარმომადგენელი გახდა, რომელიც ამ დაჯილდოების ფინალისტებს შორის მოხვდა.
8. ფრენკ სილვა სერიალში Twin Peaks (ტვინ პიკსი)
დევიდ ლინჩისგან უჩვეულო ექსპერიმენტები არავის უკვირს, შესაბამისად, არც ის იქნებოდა უცნაური, ერთ დღეს მან ტვინ პიკსის გადასაღები მოედნის გამართულებაზე მომუშავე ფრენკ სილვას როლი რომ შესთავაზა.
9. ბიორკი ფილმში Dancer In The Dark (წყვდიადში მოცეკვავე)
ამ ისლანდიელ მომღერალს ყველა ძირითადად თავისი მუსიკალური შემოქმედებით იცნობს, თუმცა 2000 წელს ლარს ფონ ტრიერის ფილმში შესრულებული როლით კინომოყვარულებსაც სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.
10. ჰანტერ შაფერი სერიალში Euphoria (ეიფორია)
HBO-ს ამ განსაკუთრებული ესთეტიკის მქონე სატელევიზიო შოუს პროფესიით მოდელმა ჰანტერ შაფერმა ნამდვილად გამორჩეული ხიბლი შესძინა.
11. საშა ლეინი ფილმში American Honey (ამერიკული თაფლი)
ლეინი, რომელიც რესტორანში მიმტანად მუშაობდა, რეჟისორმა ანდრეა არნოლდმა მაიამის სანაპიროზე დაინახა და მომავალი ფილმის როლი მაშინვე შესთავაზა.
12. კევინ გარნეტი ფილმში Uncut Gems (დაუმუშავებელი ქვები)
გარნეტს ყველა როგორც კალათბურთელს, ისე იცნობს და ძმები საფდების ფილმშიც საკუთარი თავის განსახიერება მოუწია, რაც ამ საინტერესო სამსახიობო გუნდის მქონე კინოპროექტშო არავისზე ნაკლებად არ გამოსვლია.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
კომენტარები