Facebook პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული აქტიურად ებრძვის COVID-19-თან დაკავშირებულ დეზინფორმაციას. დღეიდან სოციალური ქსელი ვაქცინებთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც გააკონტროლებს, რათა არ მოხდეს ანტივაქსერული კამპანიის წახალისება და ადამიანთა შეცდომაში შეყვანა.

გთავაზობთ ფეისბუქის მიერ გავრცელებული ახალი წესებიდან მნიშვნელოვან მონაკვეთს — ყველა პოსტი, სადაც ნათქვამი იქნება, რომ COVID-19 ადამიანის შექმნილია, ავადმყოფობის გადატანა უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ვაქცინა ან ვაქცინები სახიფათოა და იწვევს აუტისტური სპექტრის განვითარებას — ავტომატურად წაიშლება.

ფეისბუქის თქმით, ახალი წესები მომენტალურად ამოქმედდება და პოსტების გაფილტვრა დღეიდანვე დაიწყება.