ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში 40-დან 47%-მდე მერყეობს მაჩვენებელი იმ მოსახლეობის, რომელიც მიიჩნევს, რომ ვაქცინაცია "გამოსავალია" და მზად არის, გაიკეთოს.

"ეს რისკი რეალურად არსებობს და ვაქცინის მიმართ უნდობლობა არის ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც დღეს ყველა ქვეყანა აწყდება [...] რა თქმა უნდა, 40% არ არის მაჩვენებელი, რაც სასურველია, თუმცა ჩვენ პირველ ეტაპზე ვმუშაობთ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან, იქაც ეს მაჩვენებელი არ არის 100%-იანი ნამდვილად", — განაცხადა გაბუნიამ.

მისი თქმით, აპირებენ, რომ ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად, დაიწყონ საინფორმაციო კამპანია, რათა ვაქცინის მიმართ ნდობა გაიზარდოს და მეტი ადამიანი განეწყოს დადებითად.