სეულის მერიის განცხადებით, სამხრეთ კორეის დედაქალაქში კატებს და ძაღლებს კორონავირუსის ტესტირებას ჩაუტარებენ თუ მათ შესაბამისი სიმპტომები ექნებათ. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ქვეყანაში ვირუსის ცხოველში გამოვლენის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კოვიდინფიცირებული ახალშობილი კნუტი იყო.

ტესტი იმ ცხოველებს ჩაუტარდებათ, რომლებიც კორონავირუსის მქონე ადამიანებთან კონტაქტში იყვნენ და ისეთი სიმპტომები აქვთ, როგორიც ტემპერატურის მატება ან სუნთქვის გაძნელებაა. ვირუსის დადასტურებულ შემთხვევაში, ცხოველებს კარანტინის სახლში გატარება მოუწევთ.

მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, ძაღლის გასეირნებისას სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან 2-მეტრიანი დისტანცია დაიცვან. ექსპერტები თვლიდნენ, რომ ინფიცირებული ცხოველიდან ვირუსის ადამიანზე გადაცემა ნაკლებ სავარაუდო იყო, თუმცა ცხოველიდან ცხოველზე გავრცელება ხდება. ცხოველებში ვირუსის გამოვლენა იშვიათობაა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ადრეც დაფიქსირდა.