ხოფის ბაზრობაზე ტანსაცმლის მაღაზიაში ცეცხლი გაუჩნდა. როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.

მათივე თქმით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 7 ჯგუფი მუშაობდა.