სუპერ ბოულის შესვენებაზე სხვა ტრეილერებთან ერთად The Fast & Furious-ის მეცხრე ნაწილის კიდევ ერთი, ახალი ტრეილერი გამოვიდა. ალბათ იმის შესახსენებლად, რომ მისი პრემიერა არ გადაუფიქრებიათ და 2019 წელს გადაღებულ ფილმს 2021 წელს მაინც ვიხილავთ.

სამწუხაროდ, ფორსაჟის ტრეილერში საქართველოში გადაღებულ ახალ კადრებს ვერ ნახავთ და ისევ მხოლოდ თავისუფლების მოედნის და ვაჟა ფშაველას რამდენიმეწამიან კადრებს დავჯერდეთ.

თუ მთლიანი ტრეილერის ნახვა გეზარებათ, ჩვენ თქვენს ნაცვლად გადავამოწმეთ და დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ამ ძველ კადრებზე მეტი ახალ ტრეილერში არ გამოჩენილა.

პროგრამა გადაიღე საქართველოს ფარგლებში ფილმის გადაღებები 5 კვირის განმავლობაში, 18 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე, რუსთავში და თბილისის სხვადასხვა წერტილებში მიმდინარეობდა — მათ შორის ვაჟა-ფშაველაზე, ნუცუბიძეზე, რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე. გადაღებების გამო ეს მონაკვეთები გადაკეტილი იყო.

The Fast and Furious-ის პრემიერა 9 მაისს არის ჩანიშნული. იმედი ვიქონიოთ, რომ 5 კვირის განმავლობაში გადაღებული სცენები ფილმში 5 წუთით მაინც გამოჩნდება.