რესტორნები, კაფეები თუ კვების სხვა ობიექტები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მომხმარებლები მიიზიდონ. ამისთვის ისინი არა მხოლოდ გემრიელ კერძებს, არამედ მადისაღმძვრელ ფოტო/ვიდეოვიზულებსაც ქმნიან, რათა თავიანთი პროდუქტი ყველას უკეთ გააცნონ.

კერძის შეკვეთის წინ მენიუს თვალიერება ცალკე რიტუალია, როცა ცდილობ, გადაწყვიტო, თუ რისი ჩაკოკლოზინება გესიამოვნება ყველაზე მეტად და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც კი ხშირად თვალი სხვა რაღაცისკენ გაგვირბის ხოლმე.

აი, ეს მენიუები კი, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მდებარე კვების ობიექტებში გადააწყდნენ, საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ვისაც ჭამის წინ მადის დაკარგვა უნდა, მათთვის ამ ადგილებში სტუმრობა მისწრება იქნება.

1. როცა მენიუსთვის ფოტოები Google-დან შეარჩიე, მაგრამ ვერ შენიშნე, რომ სუში, რომელსაც მომხარებელს სთავაზობ, სინამდვილეში USB-ია

ფოტო: PainOnTap

2. თუ კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ბარდა რატომღაც თავდაყირაა

ფოტო: Epidemiologic / Reddit

3. "ბარემ ეს მენიუ ტურისტებისთვისაც გადავთარგმნოთ აბა"

ფოტო: TheHelgon / Reddit

4. "უი, მენიუ გნებავთ? აი, ნახეთ, აქვეა მთელ კედელზე თვალსაჩინოდ გაკრული"

ფოტო: TehJimmy / Reddit

5. გემრიელი ფანტაზიები თვითმფრინავით მგზავრობისას

ფოტო: slaytanic667 / Reddit

6. იმედია, ეს კატები ამ რესტორნის შეფები არიან და მხოლოდ ამიტომაა მათი ფოტოები გამოსახული მენიუზე...

ფოტო: ItsAllenPalin / Reddit

7. "უი, მენიუში თავად ვერ ხედავთ, რა სხვაობაა აღნიშნულ კერძებს შორის? რა უცნაურია"

ფოტო: Reddit

8. ისეთი ნაყინი გვაქვს, სახის მოთხუპვნა მოგინდებაო

ფოტო: Reddit

9. ღვთაებრივი ბერძნული სამზარეულო

ფოტო: Reddit

10. ფოტოშოპის უსაზღვრო უნარები

ფოტო: Reddit

11. წარმოგიდგენთ საშინელებათა ჟანრის ფილმ ხერხის ახალი ნაწილის პოსტერს

ფოტო: Reddit

12. სიტყვებიც ზედმეტია

ფოტო: Reddit