Super Bowl-ზე რედიტის რეკლამა თითქმის ვერავინ შენიშნა, რისი მიზეზიც მისი ხანმოკლეობა გახდა. რედიტის პოსტის ფორმატში შექმნილი რეკლამა სულ 5 წამი გაგრძელდა და მისი წაკითხვა ყველაზე ყურადღებიანმა და სხარტმა მაყურებლებმაც კი ვერ შეძლეს. რეკლამის მიზეზი კომპანიის მარკეტინგული ბიუჯეტია, რომელიც მთლიანად 5 წამიან რეკლამაზე დაიხარჯა. სუპერ ბოულზე 30-წამიანი რეკლამის საფასური $5,5 მილიონია.

"ერთი რამ, რაც ჩვენი მომხმარებლებისგან გასულ კვირას ვისწავლეთ ისაა, რომ საერთო იდეის ირგვლივ გაერთიანებულ უიღბლოებსაც კი შეუძლიათ, ნებისმიერ მიზანს მიაღწიონ", — რედიტის 5 წამიანი რეკლამის მთავარი მესიჯი ერთი იდეის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანების ძალაა, რომლებმაც, თვით უოლ-სტრიტის გაცურებაც კი შეძლეს.

5 წამიანი რეკლამით რედიტი საკუთარი მომხმარებლების მიერ GameStop-ის აქციების შესყიდვის ამბავს გამოეხმაურა. უოლ-სტრიტზე კომპანიებს სხვა კომპანიების წარუმატებლობაზე ფსონის დადება შეუძლიათ. ერთ-ერთი ასეთი წარუმატებელი კომპანია სწორედ GameStop აღმოჩნდა, რომლის ფინანსური მდგომარეობა მსგავსი ფსონების გავლენით უარესდებოდა. რედიტის უოლ-სტრიტის ფსონების მიმდევრებმა კომპანიის აქციების შესყიდვა დაიწყეს, რის შემდეგაც კომპანიის საბაზრო ფასი რეკორდულად გაიზარდა, მის წარუმატებლობაზე დადებული ფსონების ავტორებმა კი ფინანსური დანაკარგი განიცადეს.

ამავე თემაზე: