ლილოს ბაზრობაზე ხანძარი იყო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გავრცელებული იყო რამდენიმე მაღაზიაზე და არსებობდა სხვა მაღაზიებზე გადასვლის საშიშროებაც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება და სიტუაციის გაკონტროლება.

"ამ დროისთვის უკვე მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები", — წერია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად ადგილზე მუშაობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 11 ჯგუფი.