აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, არ აპირებს ირანს სანქციები მოხსნას, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დააბრუნოს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრული ვერსიაც მოგვიანებით გავრცელდება.

2015 წლის ბირთვული შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის გაუქმებას და ეტაპობრივად სანქციების მოხსნას ისახავს მიზნად. თუმცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით, აშშ-მ შეთანხმება დატოვა, ხოლო სანქციები თავიდან დააწესა.

შეთანხმების თანახმად, რომელსაც ირანმა, აშშ-მ, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, რუსეთმა და დიდმა ბრიტანეთმა მიაღწიეს, თეირანს ურანის გამდიდრება უნდა შეემცირებინა, ხოლო ობიექტებზე საერთაშორისო დამკვირვებლები უნდა დაეშვა.

მიმდინარე წლის იანვარში ირანმა განაცხადა, რომ ურანის გამდიდრება 20 პროცენტამდე გაზარდა. იარაღისთვის 90 პროცენტით სუფთა ირანი გამოიყენება.