აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ანანიაშვილის უფლებამოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი შეასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ანანიაშვილმა აღნიშნული თანამდებობა 2018 წელს დაიკავა. რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებები იგეგმება, მათ შორის საუბარი იყო, რომ პოსტს აჭარის პოლიციის უფროსიც დატოვებდა.