ე.წ. დაუმორჩილებლობის მარში ბათუმშიც მოეწყო. იქ აქციის 11 მონაწილე დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დღეს თბილისში სამოქალაქო აქტივისტებმა და ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ე.წ. დაუმორჩილებლობის აქცია გამართეს. აქცია მიმდინარეობდა, ასევე, ბათუმშიც. მოქალაქეები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებდნენ და მოითხოვდნენ, როგორც კომენდანტის საათის მოხსნას, ასევე, სხვადასხვა ბიზნესის სფეროების სრულად აღდგენას.