რატომ წერია კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე ოკუპირებული ტერიტორიები რუსულად — სააგენტოს განმარტება
თავდაპირველად ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე ოკუპირებული ტერიტორიები რუსულ ენაზე წერია. On.ge დაუკავშირდა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, სადაც გვითხრეს, რომ რუკები არ არის მათ მიერ მომზადებული და გამოყენება პირველ ეტაპზე, გადაუდებელი "ტექნიკური მოცემულობიდან" გამომდინარე დასჭირდათ. უწყების განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საინფორმაციო პორტალი საძიებო რუკების გარეშე დარჩებოდა.
"ჩვენი პორტალი თავდაპირველად ავამოქმედეთ ნორვეგიულ კოლეგა ინსტიტუციასთან თანამშრომლობით. ნოემბრის თვეში ეს საინფორმაციო პორტალი განვაახლეთ, მათ შორის, გავხადეთ თავსებადი მობილურ აპლიკაციებთან მიმართებაში. მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ ის რუკები, რომლებიც ჩვენს საძიებო პორტალზეა მითითებული, ჩვენი გაკეთებული არ გახლავთ. ეს არის საერთაშორისო რუკები, open street-ის მიერ მომზადებული. მხოლოდ და მხოლოდ ტექნოლოგიური მიზეზის გამო, მოცემულ მოკლევადიან ეტაპზე, ჩვენი პორტალი თავსებადი აღმოჩნდა მხოლოდ ამ საძიებო რუკის სისტემასთან და არ აღმოჩნდა თავსებადი გუგლის საძიებო რუკებთან", — გვითხრეს სააგენტოში.
მათი განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნულ ბიუროსთან აქტიურად თანამშრომლობენ, რათა ეს საძიებო რუკები მოკლე დროში განახლდეს.
"აქტიური თანამშრომლობა გვაქვს საჯარო რესსტრის ეროვნულ ბიუროსთან, რომელმაც უკვე განაახლა მონაცემთა ბაზა საძიებო რუკებისა, გვრჩება მხოლოდ ერთი ეტაპი პროგრამული უზრუნველყოფისა, რომლის საფუძელზეც უკვე ახალი მონაცემებით შემდგარი საძიებო რუკები იქნება თავსებადი და ადაპტირებული ჩვენს გეოსაინფორმაციო საძიებო პორტალთან. აბსოლუტურად ვიზიარებთ პოზიციას, რომ არსებული ტერიტორიები უნდა იყოს ქართულ ენაზე მითითებული, ასე, რომ ეს დროებითი უხერხულობის მომენტი იქნება მოკლე დროში გამოსწორებული, მას შემდეგ, რაც პროგრამული უზრუნველყოფის ფარგლებში განვაახლებთ ამ რუკებს", — განმარტავენ უწყებაში.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში გვითხრეს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ყველა ის ძეგლი, რომლის საინფორმაციო ბაზაც მათ ხელთაა, საძიებო სისტემაში ქართულ ენაზე აქვთ მოწოდებული. მათი განცხადებით, იზიარებენ "საერთო ეროვნულ განწყობას" და ამბობენ, რომ პროგრამული უზრუნველყოფის შემდეგ, ეს "ხარვეზი" სრულად აღმოიფხვრება.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები