ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ჰელენე სანდ ანდრესენ, ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისთვის დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანას და მოუწოდებს მათ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და უზრუნველყონ მისი უსაფრთხო დაბრუნება ოჯახში.

"მიუღებელია საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების გახანგრძლივება 12,5 წლით. ვუერთდები ჩემი კოლეგების მოწოდებას, ცხინვალის ციხიდან მისი დაუყოვნებელი გათავისუფლებისა და საკუთარ ოჯახში უსაფრთხო დაბრუნების შესახებ", — წერს ნორვეგიის ელჩი.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა გუშინ, 5 თებერვალს მიუსაჯა.

საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით — "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა".

გახელაძე კასპში 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა. მათივე თქმით, გახელაძემ ჩვენებაში აღიარა, რომ საოკუპაციო საზღვარი მიზანმიმართულად გადაკვეთა. თუმცა, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია.

გაიგეთ მეტი: