თბილისის დროით 19:58 საათზე სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 79 კმ-ში 4.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა იმავე ეპიცენტრულ ზონაში დაფიქსირდა, სადაც წინა 19:36 და 19:44 სთ მიწისძვრები მოხდა.