ქართული სმარტ ბრაუზერი Stack ამერიკული ტექ-გამოცემის TechCrunch ფავორიტია
ამერიკულმა გავლენიანმა ტექნოლოგიურმა გამოცემამ TechCrunch, რომელიც მაღალტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპების შესახებ სიახლეებს აშუქებს, 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე ფავორიტი კომპანიები დაასახელა. მათ შორის მოხვდა ქართული სმარტ ბრაუზერი Stack, რომელმაც 500 Startups-ის პროგრამაში გასულ წელს ხუთ ფინალისტს შორის დაიკავა ადგილი.
"დღეს 500 Startups-ის 27-ე დემო დღეს შევუერთდით და აქსელერაციაში ჩართულ უახლეს კომპანიებს თვალს ვადევნებთ" ,— წერს TechCrunch.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დემო დღეებში ჩვეულებრივი საქმეები კეთდება, თუმცა ამ ღონისძიებებზე ყოველთვის მონაწილეობენ ისეთი სტარტაპები, რომლებიც სამომავლოდ ტექნოლოგიურ გიგანტებად ყალიბდებიან, ამიტომაც ადევნებენ ისინი ღონისძიებას თვალს.
TechCrunch 500 Startups-ში მონაწილე ფავორიტი სტარტაპების სიაში პირველ ადგილზე ქართულ ბრაუზერს, Stack-ს მოიხსენიებს. მათი თქმით, სტარტაპი ონლაინ ბრაუზინგის ახალ გზას ქმნის.
"ბრაუზერი და ტაბის მოდელი Netscape-ის შემდეგ დიდად არ შეცვლილა, ამასთან, ონლაინ ინფორმაციის ორგანიზება ასობით ტაბში უფრო და უფრო რთულდება. Stack ინფორმაციის ორგანიზების ახალ გზას გვთავაზობს. ის ბევრად უფრო ინტერაქციულია და მარტივი ვიზუალიზაციის საშუალებას იძლევა" , — წერს TechCrunch.
ცნობისთვის, Stack პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტიანსა და მოქნილს ხდის. მისი მოქმედების პრინციპი მარტივია — ბრაუზერის stack-ებში (დასტებში) სხვადასხვა აპლიკაცია ხარისხდება, რაც ინტერნეტში მუშაობის სრულიად ახლებურ გამოცდილებას აყალიბებს.
Stack გასულ წელს 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში ჩაერთო და მისი დახმარებით გუნდისა და ფინანსების ეფექტიანი მართვა, ანალიტიკური მიდგომების დახვეწა და მომხმარებელთან კომუნიკაციის მეთოდების შეცვლა მოახერხა. აღსანიშნავია ისიც, რომ სტარტაპმა გასულ წელს სხვადასხვა დაფინანსებებთან ერთად $850 000-ის ღირებულების ინვესტიციაც მოიზიდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები